აღწერა

Coffee Shop-ების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე. თუ გსურთ გაეცნოთ ყავის მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიას, გიყვართ ყავა და ხალხთან ურთიერთობა, ეს ვაკანსია თქვენთვისაა. კომპანია "კოფისტა" სტაბილურად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და წარმოდგენილია 7 "coffee shop"-ით. ჩვენი მიზანია, თანამშრომლებს შევუქმნათ კომფორტული გარემო და ვიზრუნოთ მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ონლაინ პლატფორმებს: https://www.instagram.com/coffeesta__/ https://www.facebook.com/coffeestaGeo https://www.coffeesta.com/ გრაფიკი: სრული განაკვეთი, თვეში 15 დღე; სამუშაო საათები: 10:00სთ.- 22:00სთ. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; ანაზღაურება: 850 ლარი + ბონუსი. ლოკაცია: თბილისი მოლი, სითი მოლი (საბურთალო) ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლის მომსახურება; ** სალაროს საქმიანობის წარმართვა; ** ბარში მუშაობა - ცივი და ცხელი სასმელების სხვადასხვა სახეობის მაღალ დონეზე მომზადება; ** სენდვიჩების აწყობა; ** სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნება დადგენილი სტანდარტების მიხედვით. უნარ-ჩვევები: ** ენერგიული; ** აქტიური; ** პოზიტიური. ჩვენ გთავაზობთ: ** ორი სახის ბონუსს; ** ანაზღაურებად სტაჟირებას; ** ყავის აკადემიაში მასტერკლასს საერთაშორისო სერტიფიკატით; ** კორპორატიულ დაზღვევას; ** კვებაზე 40%-იანი ფასდაკლებას; ** კარიერულ განვითარებას. სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის. შერჩეული კადრები ადგილზე გადამზადდებიან და ასევე გაივლიან ტრენინგ კურსს ყავის შესახებ, საერთაშორისო სტანდარტებით, და გადაეცემათ "Master Barista"-ს სერტიფიკატი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ბარისტა
სასტუმრო Magnika
თბილისი 1200₾ დედლაინი: 23 საათში

ბარისტა
CAF
თბილისი დედლაინი: 1 დღეში

ბარისტა
ვიჩევერსა
თბილისი დედლაინი: 4 დღეში

ბარისტა
ტიფლისი სწრაფი კვება
თბილისი 50₾ დედლაინი: 1 კვირაში

ბარისტა
Gloria Jean’s Coffees Georgia
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


კოფისტა

ანაზღაურება


850₾
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო