გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

შპს "ნეო გლასი" - მინის საწარმო, აცხადებს ვაკანტურ ადგილს ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-დან 18:00-მდე მისამართი: ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის 147 ხელფასი: 1500 ლარი ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: ** კომპანიის ყოველთვიური /კვარტალური/ წლიური ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა კომპანიის სხვა სამსახურის თანამშრომლებთან ერთად; ** ფულადი ნაკადების კონტროლი და პროგნოზირება; ** კომპანიაში დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების (გაყიდვები, მომგებიანობა, ხარჯები) ყოველკვირეული კონტროლი, გადახრების ანალიზი და შესაბამის სამსახურებთან ერთად შედეგების განხილვა; ** დებიტორებისა და კრედიტორების ანალიზი და შესაბამისი რეაგირების მოხდენა; ** ბუღალტრული განყოფილების/ბუღალტრის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგებების მონიტორინგი და ანალიტიკა; ** შემოსავლების სამსახურის მიმართ დამკვეთის ბუღალტრის მიერ დეკლარაციების დროულად წარდგენის მონიტორინგი; ** ახალი პროდუქტების და ბიზნეს მიმართულებების ფორმირების პროცესში ჩართულობა და ფინანსურ ჭრილში რეკომენდაციის გაცემა; ** ბანკებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა; ** წინასწარ განსაზღვრული ფორმითა და პერიოდულობით მენეჯმენტისთვის რეპორტის წარდგენამ მათ შორის მოგება - ზარალი; ** სამუშაო პროცესისთვის საჭირო ახალი რეპორტების შექმნა / დამუშავება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით; ** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; ** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. საჭირო უნარ-ჩვევები: ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება; ** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდურობა. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected], ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591 42 00 00

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ნეო გლასი

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო