აღწერა
შპს "ნეო გლასი" - მინის საწარმო, აცხადებს ვაკანტურ ადგილს ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-დან 18:00-მდე
მისამართი: ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის 147
ხელფასი: 1500 ლარი
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** კომპანიის ყოველთვიური /კვარტალური/ წლიური ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა კომპანიის სხვა სამსახურის თანამშრომლებთან ერთად;
** ფულადი ნაკადების კონტროლი და პროგნოზირება;
** კომპანიაში დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების (გაყიდვები, მომგებიანობა, ხარჯები) ყოველკვირეული კონტროლი, გადახრების ანალიზი და შესაბამის სამსახურებთან ერთად შედეგების განხილვა;
** დებიტორებისა და კრედიტორების ანალიზი და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;
** ბუღალტრული განყოფილების/ბუღალტრის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიშგებების მონიტორინგი და ანალიტიკა;
** შემოსავლების სამსახურის მიმართ დამკვეთის ბუღალტრის მიერ დეკლარაციების დროულად წარდგენის მონიტორინგი;
** ახალი პროდუქტების და ბიზნეს მიმართულებების ფორმირების პროცესში ჩართულობა და ფინანსურ ჭრილში რეკომენდაციის გაცემა;
** ბანკებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა;
** წინასწარ განსაზღვრული ფორმითა და პერიოდულობით მენეჯმენტისთვის რეპორტის წარდგენამ მათ შორის მოგება - ზარალი;
** სამუშაო პროცესისთვის საჭირო ახალი რეპორტების შექმნა / დამუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected], ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591 42 00 00 |