ცხელი ხაზის ოპერატორი

აღწერა

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში. პირობები: ** გრაფიკი: მცოცავი ** ანაზღაურება: 1100 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე); 900 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) გამოსაცდელი ვადის პერიოდში. ** ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ცხელ ხაზზე შემოსული ზარის მიღება და მომსახურების გაწევა სტანდარტის მიხედვით; ** ინფორმაციის მიწოდება, კომპანიის პროდუქტებსა და აქციებზე; ** მიღებული ზარების პროგრამაში რეგისტრაცია, გადამისამართება; ** დისტანციური არხებით მომსახურება; ** უკუკავშირის მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** საოფისე პროგრამები (MS Office); ** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; ** უცხო ენები (რუსული; ინგლისური). პიროვნული თვისებები და უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობა; ** ეფექტური კომუნიკაცია; ** დროის მართვა. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითოთ: "ცხელი ხაზის ოპერატორი". გისურვებთ წარმატებას! აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ: თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის; შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ცხელი ხაზის ოპერატორი
ჯელიფტი +
თბილისი 500₾ დედლაინი: 3 კვირაში

გაყიდვების აგენტი
პროფიტ კომერსი
თბილისი 800₾-1400₾ დედლაინი: 2 დღეში

ბარისტა
ვიჩევერსა
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

ბარისტა
Lui Coffee
თბილისი დედლაინი: 13 საათის წინ

კომპანია


სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი

ანაზღაურება


1,100₾
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო