აღწერა
აპარტოტელი "სოლოლაქი აპატმენტს" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.
დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ხელფასი: 2000-ლარიდან 7000-ლარამდე.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრებისთვის დროული და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა;
** მიმღებ დეპარტამენტში ყოველდღიური ცვლის პროცესის კოორდინირება და სამუშაო პროცესის ზედამხედველობა;
** დაქვემდებარებული დეპარტამენტების გამართულად და შეუფერხებლად ოპერირების უზრუნველყოფა;
** ჯავშნების მიღება, პროგრამულად გატარება და შესაბამისი ფინანსური ოპერაციის შესრულება
** ფულადი ოპერაციების შემოწმება და კონტროლი;
** გადახდებისა და ინვოისების მონიტორინგი;
** Booking.com, expedia.com, tripadvisor.com და სხვა გასაყიდი არხების მართვა
** რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება.
** ჩანაწერთა წიგნის შემოწმება, განახლებული და აღრიცხული ინფორმაციის კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა; საოფისე და გასაყიდი არხების პროგრამების ცოდნა
** სასტუმროსთან დაკავშირებული სხვა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] თემატური პოზიციის დასახელების მითითებით. |