აღწერა

ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდისთვის ცხადდება ჟურნალისტის ვაკანსია.

ხელფასი – 4200 ლარიდან, პლუს ბონუსები, ხშირად ხელფასზე მეტი.
ხელფასი სტაჟირების პერიოდში (ერთ თვემდე) – 2000 ლარიდან, პლიუს ბონუსები განსაკუთრებულად ნიჭიერ პოსტებზე.

თქვენი მთავარი ამოცანაა - დაწეროთ მოკლე, ემოციური, ნამდვილი ისტორიები ტრაგედიებზე, რომლებიც სოციალური დახმარების მქონე ცალკეულ ოჯახში ან კონკრეტულ ადამიანს გადახდა, ან ისტორიები მძიმე ავადმყოფებზე.

მივესალმებით კანდიდატებს, რომელთაც საკუთარი პრობლემებივით გულითა და გონებით ესმით სხვისი პრობლემები, კეთილად განაწყობენ თანამოსაუბრეებს და, რაც მთავარია, იციან ინტერვიუს აღება და ამისთვის კრეატიული კითხვების დასმა, რომლებიც გულწრფელი და სინამდვილესთან შესაბამისი პასუხების გაცემისკენ აღძრავს მოსაუბრეს.

სპეციალიზებული განათლება საჭირო არ არის. საწყის ეტაპზე, უნდა გქონდეთ სულ მცირე ტელეფონი, რათა სიტუაციის აღსაწერი ვიდეო ჩაწეროთ. დანარჩენს ჩვენ გასწავლით!

რეზიუმეს გამოგზავნა შეუძლია ნებისმიერს, ვისაც შეუძლია გულთან ახლოს მიიტანოს და გადმოსცეს სხვისი მწუხარება ისეთი სიტყვებით, რომლებიც სულში ჩასწვდება ღვთის მორწმუნე და სხვისი მწუხარების მიმართ თანამგრძნობ ადამიანებს.
ჩვენთან შეგიძლიათ მოახდინოთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება, გაიუმჯობესოთ წერითი უნარები და დაიმსახუროთ პატივისცემა საზოგადოებაში. გექნებათ კარიერული ზრდის პერსპექტივა მენეჯერის პოზიციამდე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე კადრების განყოფილებაში ელექტრონული ფოსტით [email protected], სათაურის ველში მიუთითეთ „ჟურნალისტი“.
აუცილებლად შეასრულეთ ტესტი!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მარკეტოლოგი
PHO აზიური სამზარეულო
თბილისი 2000₾ დედლაინი: 2 კვირაში

საქმეთა მწარმოებელი
კომპანია
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ჩერნოვეცკის ფონდი

ანაზღაურება


2,000₾ -4,200₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო