ძირითადი საშუალებების კონტროლიორი

აღწერა

მარკეტების ქსელი „გვირილა“ ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში ძირითადი საშუალებების კონტროლიორის პოზიციაზე


ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა

  • ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების შესრულება;
  • კომპანიის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების კონტროლი;
  • ინვენტარიზაციის პროცესში შეუსაბამობის გამოვლენა და დაფიქსირება;
  • ხელმძღვანელის მითითებით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალების შესრულება.


მოთხოვნები:

  • განათლება ეკონომიკური/ფინანსური მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.


პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.


სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00;
  • სამუშაო ადგილი: ვარკეთილი, სათავო ოფისი;
  • ანაზღაურება შეთანხმებით.


ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ გუნდს.


დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, წერილის სათაურში(subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ბუღალტრის დამხმარე/ოპერატორი
MBG.LTD
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
GASA
თბილისი 1500₾-2000₾ დედლაინი: 2 კვირაში

ბუღალტერი
კომპანია
თბილისი 2500₾ დედლაინი: 3 დღეში

მთავარი ბუღალტერი
ფოთი ტრანსტერმინალი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

ბუღალტერ-ოპერატორი
კოლხი ჯგუფი
თბილისი დედლაინი: 5 დღეში

კომპანია


გვირილა რითეილი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო