აღწერა
"ოტო მოტორსის" გუნდში ვეძებთ აღდგენითი სერვისების მენეჯერს.
ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა;
აღდგენითი სერვისების მენეჯერის პოზიციაზე ძირითადი მოვალეობებია:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა - ავტომობილისთვის ჩასატარებელი საჭირო სერვისების დადგენა და განფასება;
** ავტომობილის შეკეთების პროცესის დაგეგმვა;
** სერვისის ჩასატარებლად საჭირო ავტონაწილის მიღება, დასაწყობება;
** ტექნიკოსის სერვისის ჩასატარებლად საჭირო მასალით/ავტონაწილებით მომარაგება;
** ტექნიკოსების მხრიდან სამუშაოს შესრულების ხარისხის და დროის მონიტორინგი;
** შემოსული ავტომობილების რიგის კონტროლი;
** დანადგარების და ხელსაწყოების გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
გამოგვიგზავნე რეზიუმე თუ:
** გაქვს ავტო ინდუსტრიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ფლობ ავტომობილის ტექნიკურ ცოდნას;
** შეგიძლია ინგლისურ და რუსულ ენაზე კომუნიკაცია;
** შეგიძლია დამარწმუნებლად და არგუმენტირებულად საუბარი;
** გაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შეგიძლია მართო პროცესები და ადამიანები;
** შეგიძლია სწორად გაანაწილო დრო და რესურსები;
** შეგიძლია მართო კონფლიქტური სიტუაციები;
დაგვიტოვე რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდი 0322 05 26 26 |