ადმინისტრაციული ასისტენტი

აღწერა

შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
„ავტოტექნო“ წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე „ავტოტექნოს“ გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!

შპს „ავტოტექნო“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ადმინისტრაციული ასისტენტი
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ქვ. ფონიჭალა
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: 1200-1800 (NET) + კვარტლური ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება;
  • სხვადასხვა შეხვედრების ოქმების წარმოება;
  • კომპანიის დეპარტამენტების მიმართულებებთან კოორდინაციაში სამუშაო ინსტრუქციების დოკუმენტაციებად გარდაქმნა;
  • არსებული შიდა ორგანიზაციული რეგლამენტების და სამუშაო ფაილების მუდმივი განახლება;
  • შეხვედრების ორგანიზება - დროის შეთანხმება, განრიგის შედგენა, დისტანციური და ფიზიკური შეხვედრების ორგანიზების უზრუნველყოფა;
  • ხელმძღვანელის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • კალენდრის მართვა;
  • რეპორტების და პრეზენტაციების მომზადება;
  • დოკუმენტების და ოფიციალური წერილების მომზადება;
  • დირექტორის კორესპონდენციების მართვა;
  • სხვადასხვა დავალებების ვადების კონტროლი და საჭიროებისამებრ დირექტორისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
  • ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან ერთად კოორდინირებული მუშაობა;
  • შიდა დოკუმენტაციის წარმოება (დირექტორის ოფისის მიერ შედგენილი, დაინიცირებული დოკუმენტაციის წარმოება, შესაბამის მიმართულებასთან კოორდინაციით).
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა.

ჩვენ გავაზობთ:
  • კარიერული წინსვლას;
  • გრძელვადიან თანამშრომლობას;
  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
  • მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
  • 24 + 4 საშვებულებო დღეს;
  • შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

კონკურსის ეტაპები:
  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტთან;
  • გასაუბრება გაყიდვების განყოფილების უფროსთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ადმინისტრაციული ასისტენტი“.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ადმინისტრაციული ასისტენტი
ავტოტექნო
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

შოურუმის ადმინისტრატორი
Changan Georgia
თბილისი დედლაინი: 1 დღეში

დირექტორის ასისტენტი
სეული
თბილისი 800₾ დედლაინი: 15 საათში

კომპანია


ავტოტექნო

ანაზღაურება


1,200₾ -1,800₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო