ბუღალტერი

აღწერა

შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
„ავტოტექნო“ წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე „ავტოტექნოს“ გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!

შპს „ავტოტექნო“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე : ბუღალტერი
ადგილმდებარეობა: ქვ. ფონიჭალა
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: 1500-1800 (NET) + კვარტალური ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • რეალიზაციების ოპერაციების სისწორის კონტროლი;
  • წარმოქმნილი დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
  • მყიდველებთან შედარების გაკეთება, შესაბამისი აქტების შედგენა და შემდეგ პროგრამაში ასახვა;
  • უიმედო და პრობლემური დებიტორული დავალიანებების მქონე მყიდველების გადაცემა იურიდიული სამსახურისთვის;
  • კომპანიის სხვა შემოსავლების აღრიცხვის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების განხრით;
  • 1C-თან მუშობის გამოცდილება,
  • IFRS და საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  1. ანალიტიკური აზროვნება;
  2. დროის ეფექტურად მართვა;
  3. დეტალებზე ორიენტირება;
  4. პუნქტუალურობა.

ჩვენ გავაზობთ:
  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
  • კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
  • მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
  • 24 + 4 საშვებულებო დღეს;
  • შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

კონკურსის ეტაპები:
  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
  • გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ‘’ბუღალტერი’’
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის, შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ბუღალტერი
ჩერნოვეცკის ფონდი
თბილისი დედლაინი: 15 საათში

ბუღალტერი
დეკა დეველოპმენტ
თბილისი დედლაინი: 1 დღეში

ბუღალტერი
ფიბი სერვისის
თბილისი დედლაინი: 6 დღეში

ბუღალტერი
გრანთ თორნთონ
თბილისი 1000₾-1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

ბუღალტერი
ვაისი
თბილისი 4501400₾ დედლაინი: 1 კვირაში

ბუღალტერი
ბუქქიფერსი
თბილისი 1000₾-2000₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ავტოტექნო

ანაზღაურება


1,500₾ -1,800₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო