E-commerce გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

"კონტაქტ ჰოუმ"-ის გუნდში ვეძებთ E-commerce გაყიდვების მენეჯერს. "კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება. სამუშაო ადგილი: თბილისი, ო.ონიაშვილის №2 E-commerce გაყიდვების მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები იქნება: ** ონლაინ საიტზე შემოსული შეკვეთების დამუშავება და მართვა; ** ლოჯისტიკის დეპარტამენტთან ერთად შეკვეთების მიწოდების დაორგანიზება; ** საწყობის ნაშთის მართვა; ** გაყიდვების ეფექტურობის გაძლიერება; ** მომხმარებლის კონსულტაცია კომპანიის პროდუქტებსა და სერვისებზე; ** ხარვეზის ინდენტიფიცირება და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება; ** საკომუნიკაციო არხებში, მომხმარებელთან კომუნიკაცია და კონსულტირება; ** პირადი გაყიდვების გეგმის შესრულება; ** შეკვეთების გადახდის კონტროლი; ჩვენს გუნდში ვეძებთ E-commerce გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც აქვს: ** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის კარგი უნარი; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად; ** ტექნიკის სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** უმაღლესი განათლება; ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ: ** მოქნილი სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე; ** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისი + ბონუსი ** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო) ** Fitpass; ** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off. ** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: [email protected] რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 6 ივლისი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება " E-commerce გაყიდვების მენეჯერი"). გისურვებთ წარმატებას! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საკურიერო კომპანიის ოპერატორი/საღამოს სმენა
E-Commerce
თბილისი 1350₾-1500₾ დედლაინი: 3 კვირაში

E-commerce კონტენტ მენეჯერი
კონტაქტჰოუმი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


კონტაქტჰოუმი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო