აღწერა
კომპანია "ქართული ღვინის სახლი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.
შერჩეული კანდიდატი/კანდიდატები პირველი ორი თვის მანძილზე გაივლიან სტაჟირებას.
აუცილებელი მოთხოვნები:
** პრისელერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 1 წელი;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** საკუთარ სახელზე (!) გაფორმებული ავტომობილი (სავალდებულოა);
** სასურველია გამოცდილება ღვინის და ალკოჰოლური სასმელების გაყიდვების სფეროში;
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი ობიექტების მოძიება, კლიენტების მოზიდვა და მოლაპარაკებების წარმოება;
** შეკვეთების გაფორმება;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივად ზრუნვა;
** კლიენტებისთვის პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა და კონსულტაციის გაწევა;
** კლიენტებისგან შეკვეთის მიღება და მონიტორინგი;
** კლიენტების მონაცემთა ბაზებზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი.
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, სულხან ცინცაძის #58
სამუშაო განაკვეთი: სრული - 09:30 სთ. - 18:30 სთ.
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე (ორშაბათი - პარასკევი).
ანაზღაურება: 1500 - 2500 ლარი (ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი);
სხვა ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected] და აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პრისეილერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას! |