სასტუმროს ადმინისტრატორი

აღწერა

სასტუმრო "Intourist Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე. ანაზღაურება: 1000 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: ** თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან; ** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება; ** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ; ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; ** სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა; ** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება; ** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; ** სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ); ** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა; ** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება. ძირითადი მოთხოვნები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; ** ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად; ** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა; ** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე; ** კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური; ** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი. პიროვნული მახასიათებლები და უნარები: ** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა; ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; ** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სასტუმროს ადმინისტრატორი
Ramada by Wyndham Tbilisi Old City
თბილისი 900₾ დედლაინი: 20 საათში

სასტუმროს ადმინისტრატორი
Hotel Citizen Avlabari
თბილისი დედლაინი: 1 დღეში

სასტუმროს ადმინისტრატორი
სასტუმრო Blue Balcony
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

სასტუმროს ადმინისტრატორი
Hotel Europa
თბილისი 70₾-80₾ დედლაინი: 2 კვირაში

სასტუმროს ადმინისტრატორი
Address Boutique Hotel
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

სასტუმროს ადმინისტრატორი
სასტუმრო Rogalux
თბილისი 900₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო