ივრითის მცოდნე ონლაინ ადმინისტრატორი

აღწერა

"HR Center"-ის პარტნიორი საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ივრითის მცოდნე ონლაინ ადმინისტრატორის პოზიციაზე კომპანიის შესახებ: ** სფერო - სამედიცინო (მეტაბოლური დაავადებების მიმართულება) ** დაარსების თარიღი -2019 წელი. ** თანამშრომლების რაოდენობა 50+ ** კომპანიის ფასეულობა - ერთობა, თანამშრომლებზე ზრუნვა, პროფესიონალიზმი. პოზიციის შესახებ: ** პოზიციის სახელი - ადმინისტრატორი. ** სამუშაოს ტიპი - სრულად დისტანციური. ** სამუშაო აღწერილობა: ა. შემომავალ ზარებზე პასუხი, კლიენტებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და ჩაწერა სასურველ პროცედურებზე. ბ. გამავალი ზარების განხორციელება დაგეგმილი ვიზიტის თუ პროცედურის დასაზუსტებლად. გ. უკუკავშირის მოვპოვება პაციენტებისგან და მათი უკმაყოფილების შემთხვევაში საკითხის მიწოდება შესაბამისი დეპარტამენტისთვის. ** სამუშაო გრაფიკი - კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით. პარასკევი და შაბათი დასვენება. ** დამატებითი დასვენების დღეები - საქართველოს და ისრაელის კანონმდებლობით გათვალისწინებული დასვენების დღეები. ** სამუშაო საათები - 9:00 -17:00 ისრაელის დროით (10 - 6 საქართველო) დისტანციურად. ** ხელფასი - 1700₾ ნეტ. ** ხელფასის გაზრდის პერსპექტივა - 1 წლის შემდეგ. ** ტრენინგი - ანაზღაურებადი 2 კვირიანი ტრენინგი. ** ბენეფიტები - დაზღვევა, კურსები, დაწინაურება და აშ. საჭირო პროფესიული და პირადი უნარები: ** ივრითის ცოდნა - მაღალ დონეზე (როგორც ვერბალურად ისე წერილობით). ** რუსული ენის ცოდნა პრიორიტეტია. ** კომუნიკაციის კარგი უნარი. ** სასურველია გამოცდილება მომსახურების სფეროში, გაყიდვებში ან ადმინისტრაციული მიმართულებით. ** სასურველია კანდიდატს სურდეს გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობა კომპანიასთან. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


HR Center
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო