მარკეტინგის მენეჯერი

აღწერა

კომპანია "იტა" ეძებს გუნდის ახალ წევრს, მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია "იტა" 2007 წლიდან მუშაობს რამდენიმე მიმართულებით: სათადარიგო ნაწილები, სავაჭრო ობიექტები და ავტო მომსახურება. ფლობს იმპორტული პროდუქციის სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით. სამუშაო დრო - ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. ანაზღაურება - 3000 (ხელზე ასაღები) მისამართი - ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი 36; ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები: ** ინტეგრირებული მარკეტინგული სტრატეგიის, გეგმის და ტაქტიკების შემუშავება; ** სამიზნე ბაზრის მარკეტინგული კვლევა, კვლევის შედეგების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებების ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან; ** მარკეტინგული ბაზრის, მომხმარებლის კმაყოფილების კვლევების დაგეგმვა, ანალიზი და მონიტორინგი; ** მომხმარებლის სამიზნე ჯგუფების მუდმივი ანალიზი და პერიოდული გადაფასება; ** ყველა სახის მარკეტინგული (სატელევიზიო, რადიო, ბეჭდური მედია, გარე რეკლამა, ციფრული და ა.შ) აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ** სამიზნე ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების ანალიზი, შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა/ბიუჯეტირება, აღსრულების კოორდინირება და კონტროლი; ** კონტაქტების დამყარება სხვადასხვა მარკეტინგულ სააგენტოებთან, პროდუქციის დაკვეთა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი; ** მომხმარებლის კმაყოფილების ზრდისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი; ** კომპანიის/ბრენდის იმიჯზე და ცნობადობაზე სისტემატური მუშაობა; ** კომპანიის ვებ გვერდის და სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და იმპლემენტაციის მონიტორინგი; ** ციფრულ მედიაში სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა, შედეგების ანალიზი და მონიტორინგი; ** მარკეტინგულ სააგენტოსთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება, სტრატეგიის შემუშავებასა და კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრული კონკეტნ კალენდრის შესრულების კონტროლი, მარკეტინგული სააგენტოს მიერ მიღებული რეპორტის დეტალური ანალიზი; ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; ** მარკეტინგული სტრატეგიის შექმნისა და მართვის გამოცდილება; ** მარკეტინგული მონაცემების ანალიზის ცოდნა; ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, პრიორიტეტად ჩაითვლება საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება; სხვა მოთხოვნები: ** ანალიტიკური აზროვნება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კრეატიული აზროვნება; ** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; ** მოტივირებულობა; ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ინტერესი საავტომობილო სფეროს მიმართ და ზოგადი ცოდნა ინდუსტრიის და ტექნოლოგიების შესახებ; შერჩევის ეტაპი: ** გასაუბრების პირველი ეტაპი (დისტანციურად); ** გასაუბრების მეორე ეტაპი (ოფისში); ჩვენ გთავაზობთ, ჯანმრთელობის დაზღვევის, პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, პროფესიულ სასწავლო ტრენინგებში ჩართვის შესაძლებლობას და მეგობრულ სამუშაო გარემოს. დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - [email protected] გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი. განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 30.06.2024 წ. "იტა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

"იტა" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კია საქართველო" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მარკეტინგის მენეჯერი
ჰორეკა
თბილისი დედლაინი: 3 დღეში

მარკეტინგის მენეჯერი
აქვაშენი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

მარკეტინგის მენეჯერი
კომპანია
თბილისი 1500₾ დედლაინი: 2 კვირაში

მარკეტინგის მენეჯერი
მზიური
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


კომპანია იტა
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო