რეალიზაციის ოპერატორი

აღწერა

შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, სამი ბრენდით "ნობათი"- გაყინული ხორცპროდუქტებით, "რერა" პრემიუმ ხარისხის ნახევარფაბრიკატებით და "ხინდა" ეკონომ კლასის ნახევარფაბრიკატებით, მთელი საქართველოს მასშტაბით. შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას რეალიზაციის ოპერატორის პოზიციაზე. დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი/ცვლებში დილისა და შუადღის ცვლა. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის N29 ანაზღაურება - 1200 ₾ (Neto) ძირითადი მოვალეობები: ** ანგარიშ-ფაქტურების დამუშავება და RS-ზე აქტივაცია; ** ინფორმაციის მიმოცვლა საწყობის ოპერატორებთან; ** პროგრამაში ნომეკლატურების წონების კონტროლი/კორექცია; ** პროგრამაში ნომეკლატურების ფასების კონტროლი/კორექცია; ** დაბრუნებული პროდუქციის პროგრამული გატარება; ** ანგარიშგების წარდგენა ადმინისტრაციასთან მოთხოვნის შესაბამისად. ძირითადი მოთხოვნები: ** 1C ERP სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel); ** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად); ** სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად). პიროვნული თვისებები: ** ინფორმაციის კორექტულად მიღების და გადაცემის უნარი; ** ყურადღებიანი დეტალების მიმართ; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** დროის ეფექტური მართვის უნარი; ** გუნდში მუშაობის უნარი; გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A GROUP -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: [email protected] ან/და ტელეფონის ნომერზე: (2 205 507). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

1C მონაცემთა ბაზის ოპერატორი
GDCC
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

მოლარე-ოპერატორი
სთილ კომპანი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 3 კვირაში

მიმღები ოპერატორი
ავტოტექნო
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

1C ოპერატორი
ქართული რძის პროდუქტები
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

1C ოპერატორი
ვესტ ინვესტი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


G&A Group
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო