აღწერა

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი საქართველოში „სინევო საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას სანიტრის პოზიციაზე.

ჩვენი პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. #9
განრიგი: ორშ-პარ (14:00 – 21:00); კვ (09:00 – 14:00)
სახელფასო სარგო: 600 ლარი (Net)
სინევოში თქვენ დაგხვდებათ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fitpass
  • თიმბილდინგი
  • მზარდი შრომითი ანაზღაურება
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო

მოვალეობები:
  • კომპანიის ტერიტორიის დალაგება და მოწესრიგება
  • ლაბორატორიაში სისუფთავისა და სანიტარული ნორმების ზედმიწევნით დაცვა
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:
  • საშუალო განათლება
  • რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • სამედიცინო დაწესებულებაში ან ლაბორატორიაში სანიტრად მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა
  • კეთილსინდისიერება

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე [email protected]. ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
„სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


სამედიცინო ლაბორატორია სინევო

ანაზღაურება


600₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
საშუალო განათლება

წყარო