საწყობის და კალკულაციების მენეჯერი

აღწერა

სასტუმრო შეკვეთილში, Magnika Resort აცხადებს ვაკანსიას საწყობის და კალკულაციების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: შეკვეთილი; ანაზღაურება: 3000 ლარი გამოცდილების შესაბამისად. გრაფიკი: კვირაში 40 საათი წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. სასტუმრო Magnika დასაქმებულს უზრუნველყოფს საკვებითა და საცხოვრებლით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება; ** სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** სასტუმრო/სარესტორნო სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი; ** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი; მოვალეობები: ** ნაშთებისა და მარაგების კონტროლი/მონიტორინგი; ** პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების, შედარების აქტები) მომზადება და მოწესრიგება; ** ფასების ანალიზი/კონტროლი; ** კომპანიის მიერ მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ყველა სახის საბუღალტრო ოპერაციის კოორდინირება და განხორციელება; ** ოთახების ტარიფის ცვალებადობის შესახებ ანგარიშების კონტროლი; ** შესაბამისი დოკუმენტაციის სწორი შევსება და დაარქივება; ** საწყობში პროდუქციის მიღებისა და გაცების პროცედურების შემუშავება, აღწერა და პერიოდული გადახედვა-დახვეწა; ** სასაწყობე ფართის განვითარება, პროდუქციის უფრო უსაფრთხოდ შენახვისა და მარტივად მოძიების მიზნით; ** პროდუქციის განლაგების წესის შემუშავება და პერიოდული დახვეწა; ** პროდუქციის მიღების პროცესში დეტალური და ზუსტი აღრიცხვა და პროგრამაში ასახვა; ** პროდუქციის განლაგება დადგენილი წესით საწყობში, ყველა საჭირო დოკუმენტის ჩაბარება პროდუქციის მიღებისას; ** საწყობებიდან გასაცემი პროდუქციის კონტროლი/აღრიცხვა, სპეციალური დოკუმენტაციის წარმოება პროდუქციის გაცემისას; ** საწყობში უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, უსაფრთხოების სისტემების დანერგვა და განვითარება; ** უცხო პირების საწყობში შესვლისა და პროდუქციასთან უშუალო შეხების შემთხვევების აღკვეთა; ** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება და საწყობში არსებული მარაგების აღრიცხვა; ** არსებული მარაგების შესახებ ანგარიშების წარმოება და მიწოდება მმართველი გუნდისთვის, მათ შორის ჭარბი მარაგების თაობაზე. შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] 2024 წლის 1 ივლისამდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მძღოლი და საწყობის დამხმარე
იმერეთი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

საფოსტო საწყობის ოპერატორი
ჯორჯიასიბი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

საწყობის ოპერატორი
მიდეა
თბილისი 1500₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


სასტუმრო Magnika

ანაზღაურება


3,000₾
დედლაინი
12 საათის წინ
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო