აღწერა

სასტუმრო "Magnika Resort & Spa" შეკვეთილში, ზღვასთან ახლოს, მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს, გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით. სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი. სასტუმრო შეკვეთილში, "Magnika Resort" აცხადებს სეზონურ ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: შეკვეთილი; უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი. გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს 12 საათიანი ცვლა; ანაზღაურება: 900 ლარი (net). მოცემულ პოზიციაზე თანამშრომლის გამოძახება მოხდება 1 ივლისიდან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამოცდილება არ მოითხოვება; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონე; ** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი; მოვალეობები: ** მიმდინარე დღის შემომსვლელების სიის კონტროლი; ** უზრუნველყოს შემომსვლელი სტუმრის ბარგის გადაადგილება ავტომობილიდან მიმღების მაგიდამდე, რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ, მიაცილოს სტუმარი შესაბამის ნომრამდე და მიუტანოს ბარგი; ** მოემსახუროს სტუმარს ლობიში ან სხვა ადგილას საჭიროების მიხედვით; ** გააკონტროლოს ლობის და მიმღების ტერიტორიის წესრიგი; ** სტუმრების სასტუმროდან გაწერისას დახმარება (check-out); ** ანგარიშსწორების პროცედურების დასრულების შემდეგ მიუტანოს სტუმარს ბარგი ტრანსპორტამდე; კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected], 2024 წლის 4 ივლისამდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ბელბოი
GLI
თბილისი 8000₾ დედლაინი: 5 დღეში

ბელბოი
სასტუმრო გრაფი
თბილისი 800₾ დედლაინი: 6 დღეში

ბელბოი
შარდენ ვილა
თბილისი 700₾ დედლაინი: 2 კვირაში

ბელბოი
კომპანია
თბილისი 900₾ დედლაინი: 2 კვირაში

ბელბოი
სასტუმრო ქარვასლა
თბილისი 800₾ დედლაინი: 2 კვირაში

ბელბოი
სასტუმრო ზეგ
თბილისი 800₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


სასტუმრო Magnika

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო