საწყობის თანამშრომელი

აღწერა

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. "ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: 3 დღე მუშაობა, 3 დღე დასვენება ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი. სამუშაო აღწერილობა: სრული კონტროლი კომპანიის საწყობში განთავსებულ ამანათებსა და მასში მიმდინარე პროცესებზე: ** ამანათების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება; ** შემოსული და გასული ამანათების კონტროლი, შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა; ** ამანათების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება; ** საწყობის პერიოდული აღწერა, ნაშთების შემოწმება და რეპორტების წარმოება შესაბამის დეპარტამენტთან. მოთხოვნები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** შესაბამისი ფიზიკური მონაცემები. დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "საწყობის თანამშრომელი". კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მძღოლი
Inex Group
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 საათში

კურიერი
Inex Group
თბილისი 1200₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


Inex Group

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
3 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო