რესტორნის მენეჯერი

აღწერა

სასტუმრო "Magnika Resort & Spa" შეკვეთილში, ზღვასთან ახლოს, მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს, გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით. სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი. სასტუმრო შეკვეთილში, "Magnika Resort" აცხადებს სეზონურ ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: შეკვეთილი; უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი. სამუშაო გრაფიკი 6/1. ანაზღაურება: 3500 ლარი (net); მოცემულ პოზიციაზე თანამშრომლის გამოძახება მოხდება 1 ივნისიდან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** სასტუმროს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ** საჭირო კომპიუტერული პროგრამები: MS Office. ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონე; ** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი; მოვალეობები: ** ბიუჯეტის შედგენა; ** დანახარჯების კონტროლი; ** რესტორნის მართვა; ** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების შესახებ ტრენინგების ჩატარება დაქვემდებარებულთათვის, სტანდარტების დაცვის კონტროლი; ** თანამშრომლების ტრენინგი და მათი დროული უზრუნველყოფა სიახლეებით; ** სტუმრებზე ორიენტირებულობა; ** რესტორანსა და ბარში სისუფთავის კონტროლი; ** პერსონალის მართვა; ** შეფ მზარეულთან მენიუს შეთანხმება; ** სასმლისა და საკვების რაოდენობის კონტროლი; ** მომარაგების თანამშრომელთან ურთიერთობა და კონტროლი; ** წარმატების მისაღწევად გუნდისთვის მოტივაციის შექმნა; ** გუნდის მუშაობაზე პასუხისმგებლობის აღება; ** სამუშაო პროცესების ეფექტური მართვა; ** მიმდინარე პროცესების სტრატეგიული დაგეგმარება, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, ორგანიზება და კონტროლი; ** არსებული მატერიალური რესურსების /მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა; ** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და საქმიანობის ხარისხის მონიტორინგი; ** სხვადასხვა ღონისძიებების სრული სპექტრის ორგანიზების მართვა; ** სტუმრისგან მიღებული კომენტარის გათვალისწინება და მოცემული ინფორმაციის გადაცემა შეფ მზარეულისთვის და სასტუმროს გენერალური მენეჯერისთვის, უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება; ** სამუშაო პროცესის შედეგების მუდმივი ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; ** სტუმართმოყვარე და პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა; ** შრომის დაცვის წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი; კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected], 2024 წლის 3 ივლისამდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მზარეული, რესტორნის მენეჯერი
წეროს ატრია
თბილისი 2000₾-2400₾ დედლაინი: 1 კვირაში

რესტორნის სუპერვაიზერი
Magnika Resort
თბილისი 2000₾ დედლაინი: 2 კვირაში

მიმტანი
Hotel Memoir Kazbegi
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

მიმტანი
Monte Gudauri
თბილისი დედლაინი: 4 დღეში

მიმტანი
სასტუმრო პურის მოედანი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


სასტუმრო Magnika

ანაზღაურება


3,500₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო