საწყობის მტვირთავი

აღწერა

კომპანია "ნეოტექი" უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანიამ არსებობის მანძილზე წარმატებული საქმიანობით შეძლო უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე წამყვანი პოზიციების დაკავება, ხარისხზე ორიენტირებული კომპანიის სახელის მოპოვება და სამართლიანად ითვლება ამ ბაზარზე ლიდერ კომპანიად. კომპანიის საქმიანობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს ვიდეოსათვალთვალო, დაცვით-საგანგაშო და სახანძრო სიგნალიზაციების, ხანძარქრობის, საკონფერენციო, გახმოვანების, შეზღუდული დაშვების, სუსტ დენებზე დაფუძნებული სხვა სისტემების პროექტირება, მონტაჟი და ინსტალაცია. კომპანია უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი რამდენიმე მსოფლიო ლიდერი ბრენდის ავტორიზებული დილერია და საქართველოში მათი პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს. კომპანია "ნეოტექი" დასაქმებულებს სთავაზობს სტაბილურ სამუშაო გარემოსა და პროფესიული ზრდის შესანიშნავ საშუალებას და აცხადებს ვაკანსიას საწყობის მტვირთავის პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი ბოხუას ქუჩა #4; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ; გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე; ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი. ფუნქცია-მოვალეობები: ** შემოსული (გასაცემი) ტვირთის დაცლა კომპანიის სტანდარტების და პროცედურების შესაბამისად; ** ყუთებისა და პროდუქციით დატვირთული პარკების გადატანა, თაროებზე განლაგება ან განაწილება; ** პროდუქციის დასაწყობების პროცესში საწყობის მენეჯერის მითითებების შესრულება; ** იმპორტული და ლოკალური მოწოდების პროდუქციის მიღებისა და გადათვლის შემდეგ სტელაჟებზე და მათთვის გამოყოფილ ადგილებზე განთავსება; ** კომპანიაში მიღებული კორპორატიული ქცევის ნორმებისა და დისციპლინის დაცვა; ** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები: ** კარგი ფიზიკური უნარები; ** ორგანიზებულობა; ** პუნქტუალურობა; ** შრომისმოყვარეობა; ** დისციპლინირებულობა; ** გუნდში მუშაობის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ "საწყობის მტვირთავი". მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის მტვირთავი
მიჰაუსი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 დღეში

ღამის ცვლის მტვირთავი
იზივეი
თბილისი 800₾ დედლაინი: 2 დღეში

საწყობის მენეჯერის თანაშემწე
იზივეი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

მენეჯერის თანაშემწე
იზივეი
თბილისი 800₾ დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


ნეოტექი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო