მოძრავი მერჩენდაიზერი

აღწერა

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე. კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას. ვებგვერდი: http://www.bms.ge სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. სამუშაო განრიგი: კვირაში 35 სთ. ორშაბათი-პარასკევი, 11:00-18:00 სთ. დასვენება შაბათი-კვირა. ანაზღაურება: ფიქსირებული (900 ლარი) + ბონუსი (100ლ) + ტრანსპორტის/გზის ხარჯი: თვეში 60 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა; ** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება; ** პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა; ** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება; ** შეკვეთის გაფორმება; ** პროდუქციის მუდმივი განახლება, მონიტორინგი. პლაონგრამების დაცვა, ვადების და ნაშთების კონტროლი. თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. გისურვებთ წარმატებებს! "წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს "ბიემესმა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოძრავი მერჩენდაიზერი
შარმ ტრეიდინგი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

მოძრავი მერჩენდაიზერი
ქართული აგრო სახლი
თბილისი 1100₾ დედლაინი: 2 კვირაში

მძღოლ-ექსპედიტორი
ზოოჰაბი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ბი-ემ-ესი

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო