ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერი

აღწერა

"Experts For Solutions" ინსპექტირების დამოუკიდებელი, საერთაშორისო სერტიფიცირების კომპანიაა. მისი საქმიანობის არეალი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა ხარისხის უზრუნველყოფა, პროფესიული ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა. ამასთანავე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს, როგორიცაა გეოდეზიური მომსახურება, პროექტირება, კონსტრუქტორის მომსახურება და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს www.efs.ge "Experts For Solutions" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი ძირითადი მოვალეობები: ** სამშენებლო საინჟინრო საქმიანობაში მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა პროექტთან და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში; ** თითოეულ სამუშაოზე შესრულების მეთოდოლოგიების გაწერა და შემდგომ სამუშაოების შესრულების პროცესში გაწერილი მეთოდოლოგიის მიხედვით წარმოების კონტროლი; ** სამუშაოების დეტალური გეგმა გრაფიკის შემუშავება და მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა პროექტის ვადებთან და ეტაპებთან; ** სამუშაოების გამოწვევები და მათი აღმოფხვრის გზები და მეთოდები; ** პროექტის წარმატებით განსახორციელებლად პროექტში ჩართულ სხვადასხვა მხარეებთან კოორდინაცია; ** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების წარმოება; ** პროექტის მიმდინარეობის დროს რისკების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი გეგმის შემუშავება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამშენებლო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება (სამშენებლო -საინჟინრო კუთხით); ** ინგლისური და რუსული ენების ფლობა; ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office+ ArchiCAD/AutoCAD). პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** მოტივირებული; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კომუნიკაბელური; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პუნქტუალური; ** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: ** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); ** FitPass; ** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს; ** საწვავი, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. სამუშაო პირობები: ** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი / 09:30 - 08:30 საათი); ** ანაზღაურება: 3000 ლარიდან (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული) დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2024 წლის 29 ივნისამდე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Experts For Solutions" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "Experts For Solutions" ბაზაში 1 წლის ვადით. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


Experts for Solutions

ანაზღაურება


3,000₾
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო