მოლარე-ოპერატორი

აღწერა

შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://samidzma.ge. ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. რას გთავაზობთ? ძირითადი პირობები: ** სამუშაო ადგილი: კედიას ქ. N10; ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, მუშაობის და დასვენების დღეები მოძრავი გრაფიკით; ** ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1050 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** ანაზღაურებადი სტაჟირება; ** კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება. რა დაგევალებათ? ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სალარო პროგრამაში მუშაობა; ** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება; ** Rs.ge-ზე ზედნადების ატვირთვა; ** მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა ; რას ველით თქვენგან? ძირითადი მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება; ** მომხმარებელთან გულისხმიერი კომუნიკაციის სურვილი და უნარი; როგორ მოხვდეთ ჩვენთან? შერჩევის ვადა და ეტაპები: რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 30 ივნისის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად. ** რეზიუმეების გადარჩევა; ** გასაუბრება ოფისში; ** ანაზღაურებადი სტაჟირება. დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]. გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მოლარე-ოპერატორის". ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოლარე-ოპერატორი
Pizza Room
თბილისი 1200₾ დედლაინი: 13 საათის წინ

მოლარე-ოპერატორი
MAMUlux
თბილისი 900₾ დედლაინი: 13 საათის წინ

მოლარე-ოპერატორი
იდეალი
თბილისი 1600₾ დედლაინი: 10 საათში

კომპანია


სამი ძმა

ანაზღაურება


1,050₾
დედლაინი
10 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო