პრომო-მერჩენდაიზერი

აღწერა

ღვინის მწარმოებელი კომპანია "თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას პრომო-მერჩენდაიზერის პოზიციაზე თბილისში. ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 2 სამუშაო აღწერილობა: ** მაღაზიაში არსებული ღვინის თაროს მოწესრიგება ** შეკვეთების დახვედრა და სარეალიზაციო თაროზე განთავსება ** პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა ** მაღაზიაში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ნაშთების მონიტორინგი/აღრიცხვა ** სააქციო პროდუქციის მომხმარებლებისთვის წარდგენა ** პროდუქტებზე დეგუსტაციების ჩატარება და შეთავაზება. სამუშაო გრაფიკი - 12:00-20:00, 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე სამუშაო ადგილი - კარფურის სუპერმარკეტის ქსელი (გლდანი, ისანი) ანაზღაურება - ფიქსირებული 450 ლარი + ბონუსი (ფიქსირებულის გათვალისწინებით 700-900 ლარის ფარგლებში. სასურველია ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე, მეილზე [email protected] ან შეავსეთ აპლიკაცია https://forms.gle/KdQUffqmfKq2fxrbA "თბილღვინო" წარმატებას გისურვებთ! რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც. "თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან. "თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე. "თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 402 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზნის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

პრომო მერჩენდაიზერი
ბი-ემ-ესი
თბილისი 720₾ დედლაინი: 2 კვირაში

ბრენდ მენეჯერის ასისტენტი
შარმ ტრეიდინგი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

გაყიდვების წარმომადგენელი
ტრეიდ პარტნერი
თბილისი 950₾ დედლაინი: 2 კვირაში

პრომო გოგონა
3D Painter
თბილისი 35₾ დედლაინი: 5 დღეში

პრომო აგენტი, გაყიდვების მენეჯერი
1plus1
თბილისი დედლაინი: 6 დღეში

პრომო-კონსულტანტი, კონსულტანტი
შავი ბუ
თბილისი 800₾ დედლაინი: 6 დღეში

კომპანია


თბილღვინო

ანაზღაურება


450₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო