აღწერა

ა (ა)იპ "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი" წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციას, რომლის მართვაშია "სოფლის ექიმის" სახელმწიფო პროგრამა. ა (ა)იპ "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას "სოფლის ექიმის" სახელმწიფო პროგრამაში, ბუღალტრის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29; სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათამდე; ანაზღაურება: 3080 ლარი (დარიცხული) რაოდენობა: 1 ვაკანსია უპირატესობად ჩაითვლება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ბუღალტრული აღრიცხვისა და შესაბამისი ხარჯების გაანგარიშების წარმოება; ** კომპეტენციის ფარგლებში, პირველადი დოკუმენტაციის დამუშავების, საბუთების დროული გაფორმებისა და საფინანსო ოპერაციების დადგენილი ფორმით განხორციელების უზრუნველყოფა; ** "სოფლის ექიმი"-ს პროგრამის თანამშრომელთა ხელფასისა და მათი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა თანხების ანაზღაურების უზრუნველყოფა; ** შემოსავლების სამსახურთან ანგარიშსწორების წარმოება და დეკლარაციების წარდგენა; ** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; ** კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური ანგარიშების მომზადება და წარდგენა; ** შეძენილი ძირითადი და მცირე ფასიანი საშუალებების მოძრაობის აღრიცხვა; ** შესაბამის პროგრამაში ეკონომიკურ მოვლენათა ასახვა; ** ხელმძღვანელი პირების წერილობითი ან/და ზეპირსიტყვიერი ცალკეული დავალებების შესრულება. მოთხოვნები: ** უმაღლესი ეკონომიური განათლება ან საბუღალტრო საქმის მიმართულებით; ** საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; ** ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა; ** MS Office-ის კარგი ცოდნა. (Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე); ** პროგრამების ORIS და ORIS Manager-ში ცოდნა მაღალ დონეზე; ** Rs.ge და eTreasury ცოდნა მაღალ დონეზე; პიროვნული თვისებები: ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** გუნდურად/დამოუკიდებლად მუშაობის უნარი ; ** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი; ** ინფორმაციის შეგროვების უნარი; ** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ა (ა)იპ "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი

ანაზღაურება


3,080₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო