ელექტრიკოსი

აღწერა

მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: დღე/ღამის ცვლა
ადგილმდებარეობა: ლილო

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ყოველთვიური კვების დანამატი
  • სამოტივაციო პროგრამები
  • სწავლებისა და განვითარების სისტემა
  • შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა

ძირითადი მოვალეობები
  • ქარხანაში არსებული ელექტრო და ელექტრონული სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
  • საწარმოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განათების, როზეტების, ელ. ძრავების მეთვალყურეობა
  • მოქმედი დანადგარების მექანიკური, ელექტრული გამართულობის უზრუნველყოფა
  • დანადგარების ელექტროკარადების პერიოდული მეთვალყურეობა: ვიზუალური კონტროლი, წმენდა, ელექტროსადენების და კონტაქტების გადამოწმება. პრობლემის შემთხვევაში, მისი აღმოფხვრა
  • ელექტრული გაყვანილობების, აღჭურვილობის, მოწყობილობების განლაგება და მონტაჟი
  • ელექტრული აღჭურვილობის გაუმართაობის ამოცნობა და პრობლემის აღმოფხვრა
  • ავარიული შემთხევების დროული ლიკვიდაცია
  • არსებული ელექტრო მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
  • უშუალო ხელმძღვანელის რეგულარული ინფორმირება დანადგარების მუშაობისა და შესაძლო სარემონტო აღჭურვილობების შესახებ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ელექტროობის მიმართულებით
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ელექტრო დანადგარების ტექნიკური მუშაობის წესების ცოდნა
  • ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა
  • სასურველია საწარმოში მუშაობის ან/და სამაცივრე აგრეგატებთან მუშაობის გამოცდილება
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ მაღალ ძაბვასთან დაშვების სერთიფიკატი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: [email protected]

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ელექტრიკოსი
უჯ ლუბრიკანტს
ქუთაისი დედლაინი: 2 კვირაში

ენერგეტიკოსი-ელექტრიკოსი
ჯეოენტერპრაიზ
თბილისი 1500₾ დედლაინი: 6 დღეში

კომპანია


ბრედფილდი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო