შესყიდვების სპეციალისტი

აღწერა

კომპანია "მეგალაბი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. "მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების განხორციელების მოთხოვნების სრულად დაფარვა. ძირითადი მოვალეობები: ** შესყიდვების პროცესის განხორციელება კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით; ** ბაზრის შესწავლა და შესაბამისი მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება; ** კომპანიისათვის მისაღები ფასებისა და პირობების შესახებ მოლაპარაკების წარმოება; ** შესაძენი ინვენტარის ხარისხის, ფასებისა და ვადების კონტროლი; ** თანამშრომლების უზრუნველყოფა საჭირო ინვენტარით; ** შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის/საბუთების წარმოება და პროგრამული ასახვა; ** ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ანალიზი და ანგარიშის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის; ** საჭიროების შემთხვევაში, ახალი თანამშრომლებისთვის მუშაობის სისტემის ახსნა, მათი ორიენტაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების, ეკონომიკის მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება შესყიდვების, მომარაგების ან ლოჯისტიკის მიმართულებით. ** უცხო ენების ცოდნა; აუცილებელი ცოდნა: ** შესყიდვების და მომარაგების სპეციფიკის ცოდნა; ** MS Office პროგრამების ცოდნა; პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი; ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** დამოუკიდებლობა/პასუხისმგებლობა; ** დისციპლინირებულობა; ** შედეგზე ორიენტაცია; ** მიზანმიმართულობა; სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პ. ქავთარაძის #23 სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ; ანაზღაურება: 1200₾ (net) განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 01 ივნისი, 2024 წელი დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. "მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. "მეგალაბში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

შესყიდვების სპეციალისტი
რუსთავოილი
თბილისი დედლაინი: 1 დღეში

შესყიდვების სპეციალისტი
დეტექტი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

შესყიდვების სპეციალისტი
Gino Seaside Tbilisi
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

შესყიდვების სპეციალისტი
მოლი მარკეტი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


მეგალაბი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო