კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი

აღწერა

საკონსულტაციო კომპანია PB Services აცხადებს კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტის ვაკანსიას.


კომპანია წლებია თავის კლიენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის იურიდიულ მხარდაჭერას და ბიზნეს გადაწყვეტილებებს.

კომპანია თავის კლიენტებს სთავაზობს საკონსულტაციო, კომერციულ, საბუღალტრო, და სხვ. სერვისებს.


ფუნქციები:

  • უცხოენოვანი კლიენტების დახმარება სხვადასხვა სახის სახელმწიფო და კერძო (საბანკო, უძრავი ქონება) სექტორის სერვისების მიღებაში;
  • უცხოენოვანი კლიენტის თანხლება უძრავი ქონების სანახავად;
  • უცხოენოვანი კლიენტებისთვის სხვადასხვა სახის სერვისების უშუალოდ ადგილზე მიღების პროცესში დახმარება;
  • უცხოენოვან კლიენტებთან სისტემატური ვერბალური კომუნიკაცია, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება;
  • ჩანიშნული ვიზიტებზე გაყოლა წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით;
  • საჭიროების შემთხვევაში წარსადგენი დოკუმენტების სიის გადამოწმება და დოკუმენტების სისწორეში დარწმუნება;
  • კლიენტის ნაცვლად, მინდობილობის საფუძველზე, სხვადასხვა სერვისების მიღებაზე განაცხადის გაკეთება;
  • ყოველდღიური კომუნიკაცია და საქმიანი ურთიერობის დამყარება სერვისის მიმწოდებელ კომპანიის თანამშრომლებთან;
  • სერვისის მიღების პროცედურების ზედმიწევნით ცოდნა, ნებისმიერი ცვლილების შესახებ ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვადასხვა დავალებების შესრულება;


მოთხოვნები:

  • უცხო ენა: ინგლისურად გამართული კომუნიკაცია, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის ქონა;
  • ყურადღებიანობა;
  • კომუნიკაბელურობა;

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00.

8 საათიანი სამუშაო გრაფიკი.


დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon ბათუმი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების სპეციალისტი
სმარტ რეზიდენსი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 საათის წინ

სხვადასხვა
კომპანია
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


ფიბი სერვისის
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო