დისტრიბუტორი

აღწერა

"GASTRONOME GROUP"-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს. ვებგვერდზე: https://gastronome.ge/ Facebook: https://www.facebook.com/gastronomegroupgeo Instagram: https://www.instagram.com/gastronome_georgia/ GASTRONOME-ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს დისტრიბუტორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** შეკვეთების გამზადება წინასწარ გაწერილი რაოდენობების, პოზიციების მიხედვით; ** წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე პროდუქციის გადატვირთვა; ** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა; ** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით; ** ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საშუალო განათლება; ** სასურველია დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; აუცილებელია აპლიკანტი აკმაყოფილებდეს სადაზღვევო კომპანიის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს: ** მართვის მოწმობა B კატეგორია; ** ავტომობილის მართვის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; ანაზღაურება: 1200 ლარი + კვარტალური ბონუსი ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 მაისამდე შემდეგ მისამართზე: [email protected]. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს! აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს სილქ გასტრონომი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ლოჯისტიკის მენეჯერი
გასტრონომი
თბილისი 2000₾-2500₾ დედლაინი: 1 კვირაში

მენეჯერი
გასტრონომი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

მოლარე-კონსულტანტი
გასტრონომი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

მიმტანი
გასტრონომი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


გასტრონომი

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო