შეკვეთების დამუშავების ოპერატორი

აღწერა

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". "PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის. შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს შეკვეთების დამუშავების ოპერატორის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა გრაფიკი: 12 სთ-იანი დღისა და ღამის ცვლები ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის გადატვირთვაზე განცხადების მიღება ** დოკუმენტაციის წარმოება პროდუქციის რეალიზაციასა და დაბრუნებაზე ** ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება გადატვირთვის შესახებ, პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის გაფორმება კომპანიის ანგარიშგების პოლიტიკის, საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტებისა და კომპანიის კლიენტებთან არსებული სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით ** საქართველოს შემოსავლების სამსახურის საიტზე ატვირთულ ზედნადებებსა და ა/ფაქტურებზე მონაცემების გაცვლა ** სხვადასხვა დოკუმენტაციისა და ანგარიშების წარდგენა მოთხოვნისამებრ ** სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ზომების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა კანდიდატის პროფილი: ** არასრული უმაღლესი ან სრული პროფესიული განათლება ** სასურველია გამოცდილება მონაცემების დამუშავების ან პროგრამებში ** MS Office პროგრამების ცოდნა, სასურველია 1C ** ქართული ენა თავისუფლად, ინგლისური ენა B1+; ** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ** დინამიკურ გარემოში სწრაფი ადაპტირების უნარი ** ცვლის გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა რას გთავაზობთ? ** ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა ** ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება: 1300 ლარი ** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი ** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი) ** კვება თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] 15 მაისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

შეკვეთების ოპერატორი
სუფთა სახლი
თბილისი 900₾ დედლაინი: 1 კვირაში

1C ოპერატორი
მასტერ კოფი
თბილისი 1300₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


Pepsico

ანაზღაურება


1,300₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო