MEP სამუშაოების ზედამხედველი

აღწერა

ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge

„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას MEP სამუშაოების ზედამხედველის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი


ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის დიზაინისა და მენეჯმენტის კორესპონდენციაში ჩართულობა, ტექნიკურ ნაწილში რეკომენდაციების გაცემა და გადაწყვეტილებების მიღება;
  • პროექტის ჭრილში გეგმა-გრაფიკების ზედამხედველობა;
  • შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და გადამოწმება, დადასტურება;
  • MEP ნაწილზე შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნების დაორგანიზება, აღრიცხვა;
  • ხარისხის კონტროლი;
  • შესასრულებელი, შესრულებული და აზომვითი ნახაზების მონიტორინგი;
  • რისკების ანალიზი და მათი მიტიგაცია;
  • კოორდინაცია სამშენებლო ნაწილთან;
  • ზედამხედველობა და ასევე მონაწილბოის მიღება MEP რეპორტების ნაწილში;
  • საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების კოორდინაცია;
  • პროექტის ჭრილში ზედამხედველობა ხარჯთაღრიცხვების მომზადებისის პროცესში;
  • ზედამხედველობა საინჟინრო პროექტების კონცეფციების მომზადებაში;
  • საინჟინრო პროექტების შესრულების მონიტორინგი უშუალოდ ობიექტებზე;
  • დამკვეთების ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამშენებლო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური და/ან სამშენებლო -საიჟინრო კუთხით);
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office+ ArchiCAD/AutoCAD).

უნარ-ჩვევები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ინიციატურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად.


ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : [email protected] 2024 წლის 22 მაისამდე სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ კონსთრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსთრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon ბათუმი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ელემენტ კონსტრაქშენი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო