მერჩენდაიზერი

აღწერა

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას. "PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში. შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მერჩენდაიზერის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი ძირითადი მოვალეობები: ** სავაჭრო წერტილებში პროდუქციის სწორი მარაგის უზრუნველყოფა პროდუქციის დროულად და მუდმივად წარმოჩენის გაუმჯობესება; ** თაროებზე საქონლის დალაგება წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით; ** კომპანიის კომერციული პოლიტიკის და ასევე სავაჭრო ობიექტებთან თანამშრომლობის პირობების მკაცრად დაცვა; ** სარეკლამო სტენდების, პალეტების და სხვა აღჭურვილობის სავაჭრო წარმომადგენელთან მიღწეული შეთანხმებების და დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად განლაგება; ** პროდუქციის ქვეშ ფასების სწორად განლაგების უზრუნველყოფა, ასევე თაროებზე კომპანიის სარეკლამო მასალების მეშვეობით მისი პროდუქციის წარმოჩენა; ** პროდუქციის ასორტიმენტის არსებობის კონტროლი და საჭიროებისამებრ შევსება/განახლება. კანდიდატის პროფილი: ** სასურველია გამოცდილება იგივე ან მსგავსი მიმართულებით; ** კარგი კომუნიკაციის უნარი; ** ძლიერი მოტივაცია; ** დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა; ** ენერგიულობა, ინიციატივის წარმოჩენა. რას გთავაზობთ? ** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა; ** კონკურენტული ანაზღაურება - 996 ლარი; ** ულიმიტო სამგზავრო ბარათი ** ხელმძღვანელთა მუდმივი მხარდაჭერა; ** ჯანმრთელობის და დაზღვევის კონკურენტული პაკეტი. თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


Pepsico

ანაზღაურება


996₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო