აღწერა

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის თანამდებობაზე ქედის სერვისცენტრში. ანაზღაურება: 700 ლარი სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: ** სერვისცენტრის კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა; ** კლიენტებისათვის პროდუქტებზე/მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროების ანალიზი და კონსულტაცია; ** კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას. ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე; ** მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება. უნარ-ჩვევები: ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კომუნიკაციის უნარი; ** გამართულად მეტყველება; ** გუნდური მუშაობა; ** მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი. კანდიდატთა შერჩევა: კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს: ** გასაუბრება; ** 2 კვირა მოსამზადებელი ეტაპი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ: "ოპერატორი - ქედა". შპს "საქართველოს ფოსტისთვის" განაცხადის/რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს "საქართველოს ფოსტამ" მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენს მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემები. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასება, აგრეთვე დასაქმების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. თქვენს მიერ დამსაქმებლისათვის ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. თუ გსურთ შპს "საქართველოს ფოსტამ" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected].

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


საქართველოს ფოსტა

ანაზღაურება


700₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო