გაყიდვების კონსულტანტი

აღწერა

"ნავნე" არის საქართველოში უდიდესი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი, კომპანია 17 წელია მუდმივად მზარდ რეჟიმში ოპერირებს ბაზარზე და დღეს უკვე საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 22 მაღაზიის სახით. გინდა გაიზარდო და მიიღო გამოცდილება დიდი კომპანიის გაყიდვების გუნდში, სადაც გაყიდვებს შენს პროფესიად აქცევ და გექნება მუდმივი განვითარების საშუალება, მზად ხარ მიიღო გამოწვევები, თვლი, რომ აქტიური და კომუნიკაბელური ადამიანი ხარ, ეძებ სტაბილურ სამსახურს მზარდი ანაზღაურებით - მაშინ შემოუერთდი ნავნეს გუნდს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, ქ. თბილისში, ჰუალინგ პლაზა. ჩვენ გთავაზობთ: ** კვირაში 2 დასვენების დღეს და მაქსიმალურად მორგებულ გრაფიკს. ** გრაფიკი: 7საათი (10:00-18:00; 14:00-22:00). ** ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსი. ** კარიერული განვითარების საშუალებას. ** მეგობრულ გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია. ჩვენთან წარმატებული თანამშრომლობისთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ: ** მომხმარებელთან ურთიერთობას ** თავაზიან მომსახურებას ** პოზიტიურ კომუნიკაციას ** საქმისადმი დამოკიდებულებას ** დისციპლინასა და პასუხისმგებლობას ** გუნდურობას თუ გამოცდილება ჯერ არ გაქვს, ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი ადგილზე შეგასწავლოთ, შენი მხრიდან კი ინტერესი და ჩართულობა დაგვჭირდება. გამოგვიგზავნეთ CV მეილზე [email protected] და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ვიდეომონიტორინგის ოპერატორი
ნავნე
თბილისი 1100₾ დედლაინი: 3 დღეში

საწყობის თანამშრომელი
ნავნე
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


ნავნე

ანაზღაურება


700₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო