რეკრუტერი

აღწერა

კომპანია "ბიომარკეტი" ქოლცენტრი, რომელიც 7 წელზე მეტია აქტიურად ოპერირებს სილამაზისა და ჯანდაცვის სფეროში, აცხადებს რეკრუტერის ვაკანსიას! ჩვენი ორგანიზაცია საშუალებას აძლევს დასაქმებულს, მიიღოს ცოდნა და გამოიყენოს ეფექტური მუშაობისთვის, განივითაროს უნარები და შეიქმნას მყარი ფუნდამენტი კარიერული წინსვლისთვის! ჩვენ გეძებთ შენ, თუ: ** ხარ სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის, ფსიქოლოგიის, ან იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული; ** კვალიფიციურ დონეზე ფლობ რუსულ ენას (აუცილებელი მოთხოვნა); ** გაქვს იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საკუთარ კარიერულ განვითარებას გეგმავ HR სფეროში; ** დამუშავებული გაქვს შრომითი კოდექსი; ** გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია; ** ორიენტირებული ხარ შედეგებზე; ** ხარ დისციპლინირებული. ძირითადი შესასრულებელი ამოცანებია: ** შერჩევის სრული ციკლის განხორციელება; ** ვაკანსიების განთავსება; ** რეზიუმეების გადარჩევა და პროგრამაში შეყვანა; ** გასაუბრებების ჩანიშვნა, ჩატარება; ** შესაბამისი კანდიდატების ტრენინგზე ჩაწერა; ** ტრენინგზე ჩაწერილი კანდიდატების დასწრების კონტროლი; ** აბსენტიზმის მიზეზების გამოვლენა და ანალიზი; ** სამსახურიდან გადინების მიზეზების დადგენა და ანალიზი; ** დამწყებების ადაპტაციის პროცესის კონტროლი; ** HR დეპარტამენტის ღონისძიებებში (პერსონალის შეფასება, ღონისძიებების ორგანიზება) მონაწილეობა. რას გთავაზობთ? ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 (1 საათიანი შესვენება გათვალისწინებულია), ** ანაზღაურება 1000 ლარი + ბონუსი, ** მეგობრული გუნდი, სასიამოვნო გარემო, ** პროფესიონალურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა, ** კარიერული წინსვლის პერსპექტივა, ** FitPass. პირველი 2 თვე გამოსაცდელი პერიოდია მოქმედებს მხოლოდ ფიქსირებული ანაზღაურება ხელზე ასაღები 1000 ლარი. კანდიდატის პროფესიონალიზმიდან და აქტივობიდან გამომდინარე შესაძლოა გამოსაცდელი ვადის შემცირება. გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდგომ ფიქსირებულ თანხას + 500 ლარის ბონუსის გაკეთების შესაძლებლობა ემატება. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected], subject-ში აუცილებლად მიუთითეთ რეკრუტერი! გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ბიომარკეტი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო