ლოგისტიკის მენეჯერი

აღწერა

კომპანია "ბიომარკეტი" ქოლცენტრი, რომელიც 7 წელზე მეტია აქტიურად ოპერირებს სილამაზისა და ჯანდაცვის სფეროში, აცხადებს ლოგისტიკის მენეჯერის ვაკანსიას! ჩვენი ორგანიზაცია საშუალებას აძლევს დასაქმებულს, მიიღოს ცოდნა და გამოიყენოს ეფექტური მუშაობისთვის, განივითაროს უნარები და შეიქმნას მყარი ფუნდამენტი კარიერული წინსვლისთვის! საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან სპეციალური განათლება ლოგისტიკის, ტრანსპორტის ან სხვა მომიჯნავე სფეროებში; ** ლოგისტიკის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** მიწოდების ორგანიზების ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების ცოდნა; ** კომპიუტერთან და ლოგისტიკის პროგრამებთან მუშაობის შესაძლებლობა; უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზაციული უნარები; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. ძირითადი შესასრულებელი ამოცანებია: ** ლოგისტიკის ყოველდღიური ოპერაციების ორგანიზება და გეგმიური შეფასება; ** მარშრუტიზაცია და შეკვეთების ოპტიმიზაცია მაქსიმალური ეფექტურობისთვის; ** შეკვეთების განაწილება მძღოლებისა და კურიერებისთვის; ** გაგზავნილი შეკვეთების მიწოდების პროცესის მონიტორინგი (რეალური დროის რეჟიმში); ** კონტაქტი მძღოლებთან და კურიერებთან მარშრუტის შესახებ ინფორმირებისთვის; ** მარშრუტთან დაკავშირებული საკითხების/პრობლემების მოგვარება; ** ახალი გასაგზავნი შეკვეთების მიღება და დამუშავება, მათი კლასიფიკაცია და სორტირება; ** გასაგზავნი შეკვეთებისთვის ჩანაწერების წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ** განხორციელებული მიწოდებებისა და შეკვეთის სტატუსების ყოველდღიური აღწერების მომზადება; ** მიწოდების საკითხისა და შეკვეთის დეტალების დასაზუსტებლად უკუკავშირი მომხმარებლებთან; ** მომხმარებელთა გაჩენილი პრობლემებისა და საჩივრების მოგვარება სერვისის განყოფილებასთან თანამშრომლობით; ** ლოგისტიკური პროცესების მუდმივი ანალიზი და ოპტიმიზაცია; ** ლოგისტიკური სისტემის გასაუმჯობესებლად ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვა. რას გთავაზობთ? ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 (1 საათიანი შესვენება გათვალისწინებულია); ** ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი; ** მეგობრული გუნდი, სასიამოვნო გარემო; ** პროფესიონალურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა; ** კარიერული წინსვლის პერსპექტივა; ** FitPass. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected], subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ლოგისტიკის მენეჯერი! გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სტაჟიორი ლოგისტიკის დეპარტამენტში
კავკასფექი
თბილისი 1100₾ დედლაინი: 4 საათის წინ

ლოჯისტიკის მენეჯერი
Transportal
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ბიომარკეტი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო