არქიტექტორი

აღწერა

“ICholding “- წარმოადგენს ქართულ ჰოლდინგურ კომპანიას, რომლის საქმიანობა ინდუსტრიულ მშენებლობაში არსებულ ყველა მიმართულებას მოიცავს. ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში, როდესაც  ერთი კომპანია აერთიანებს ინდუსტრიულ მშენებლობაში არსებულ ყველა სპექტრს.  კომპანია 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს  ბაზარზე და 7 წლიანი არსებობის მანძილზე ,,Golden Brend”-ის მიერ 3-ჯერ  დასახელდა, როგორც #1 კომპანია ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით.
კომპანიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე:

„ICholding” ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილმდებარეობა: მცხეთა, ახალუბანი, ნატახტრის ინდუსტრიული ზონა. (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00  (13:00-14:00 შესვენება)
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + დამატებითი ბონუსი, შესრულებული პროექტის შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა;
  • არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში,  სხვადასხვა საკითხების შეთანხმება  მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან;
  • ინდუსტრიული ნაგებობების არქიტექტურის შექმნა და კანონის შესაბამისობაში მოყვანა;
  • მოქმედი კანონმდებლობების ცოდნა;
  • საჭიროების შემთხვევაში,ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
  • შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან და მუნიციპალიტეტებიდან ნებართვის მოპოვების მიზნით,დოკუმენტებისა და ნახაზების მომზადება;
  • სამშენებლო ნებართვის ყველა ეტაპის, პროცესის ცოდნა და შესაბამის სამსახურში შეთანხმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
  • არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია, ArchiCAD-ის და AutoCAD-ის პროგრამასთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
  • აუცილებელია Photoshop-ის და Lumion-ის ცოდნა
  • აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებული;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლიანი;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დედლაინის დაცვა;

კომპანია გუნდის ახალ წევრს სთავაზობს:
  • საინტერესო, გამოწვევებით სავსე, ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან ერთად თანამშრომლობას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • ტრანსპორტირებას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევაში ჩართვას;

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტზე:  HR@ic.ge   გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!

Email: HR@ic.ge

ადგილმდებარეობა
Location Icon მცხეთა

მსგავსი განცხადებები

მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
ბერმელი
თბილისი 1250₾ დედლაინი: 2 დღეში

Android დეველოპერი
Money Movers
თბილისი დედლაინი: 3 კვირის წინ

დირექტორი
დეველოპერული კომპანია სითიპლექსი - CityPlex
თბილისი 5000₾ დედლაინი: 3 კვირის წინ

კომპანია


აი-სი ჰოლდინგი
დედლაინი
6 დღის წინ
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი
განათლება
ბაკალავრი

წყარო