დაძაბული კვირა ინაუგურაციამდე


გახდება თუ არა დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომლის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა ორჯერ დაიწყო. ამერიკული მედიის ცნობით, „დემოკრატები“ კონგრესში იმპიჩმენტის პროცედურის ოფიციალურად დაწყებას გეგმავენ. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, პროცედურის ჩატარება ინაუგურაციამდე მოესწროს, რადგან ჯო ბაიდენის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადებამდე მხოლოდ 10 დღეა დარჩენილი, ამიტომ „დემოკრატების“ მიერ იმპიჩმენტის პროცედურის შესაძლო დაწყება, სიმბოლურ ნაბიჯად ფასდება. ოპონენტები მოქმედ პრეზიდენტს ძალადობის გაღვივებასა და არეულობის პროვოცირებაში ადანაშაულებენ. 6 იანვარს, დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან