ოჯახის ექიმების კოორდინაციის სამსახურის ასისტენტი

აღწერა

სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დეპარტამენტში, ოჯახის ექიმების კოორდინაციის სამსახურის ასისტენტის პოზიციაზე. თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ გამოავლინოთ თქვენი პროფესიული უნარები! "ნიუ ვიჟენ დაზღვევისათვის" უმთავრეს კორპორატიულ ღირებულებას წარმოადგენს ჩვენს კომპანიაში დასაქმებული ადამიანური რესურსის კმაყოფილება, მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და განვითარება. ამასთანავე, კომპანია ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, მათ შორის, სქესის, რასის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების გამო - ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ პოტენციურ თანამშრომელს! მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, "ნიუ ვიჟენ დაზღვევამ" შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს. სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი (09:00 -18:00) ანაზღაურება: 900 ლარი (NET) პოზიციის მიზანი: სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით გამოსაწერი და გამოწერილი მედიკამენტების მონიტორინგი, თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების გათვალისწინებით. ფუნქცია მოვალეობები: ** სადაზღვევო კონტრაქტების მიხედვით სახელმძღვანელო პროტოკოლების მომზადება, (მაგალითად: რომელი მედიკამენტი განეკუთვნება ე.წ ბადებს, იმუნომოდულატორებს, ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედს, არარეგისტრირებულს და ა.შ); ** ჯენერიკული დასახელების მიხედვით მედიკამენტების დაჯგუფება, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების პოზიტიური სიის განსაზღვრა, რომლითაც იხელმძღვანელებენ ოჯახის ექიმები; ** პროტოკოლების და პოზიტიური სიის მიწოდება ოჯახის ექიმებისთვის; ** მედიკამენტების მონიტორინგთან დაკავშირებით ტრენინგების მომზადება და სწავლებაში მონაწილეობა; ** ოჯახის ექიმების მიერ დანიშნული მიმართვების ყოველდღიური მონიტორინგი; ** სააფთიაქო ქსელებიდან მოსული შესრულების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** სასურველია სამედიცინო, სადაზღვევო და/ან ფარმაცევტულ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება. პროფესიული უნარები და კომპეტენციები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პროდუქტიულობა (შედეგზე და ხარისხზე ორიენტაცია) ** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სიახლეებისკენ სწრაფვა და სწრაფი ათვისების უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] და "SUBJECT" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ოჯახის ექიმების კოორდინაციის სამსახურის ასისტენტი". გისურვებთ წარმატებას! "სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის და არამხოლოდ, თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და დასაქმების მიზნით, მიზნობრივად, შეზღუდული ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ გაქვთ ინფორმაცია თქვენი უფლების შესახებ გამოითხოვოთ/მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენ შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე. ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აგრეთვე, ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, იმავე ან სხვა პოზიციაზე დასაქმების შემდგომი განხილვის მიზნით. გარდა ნასამართლეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა, (არსებობის შემთხვევაში) რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე. 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ოჯახის ექიმი
გერმანული ჰოსპიტალი
თბილისი დედლაინი: 4 დღეში

კომპანია


New Vision Insurance

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო