თევზის თერმული დამუშავების სპეციალისტი

აღწერა

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: https://www.nikora.ge/ სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ოკეანე" აცხადებს ვაკანსიას თევზის თერმული დამუშავების სპეციალისტის პოზიციაზე: სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი ცვლა 09:00-09:00, დასვენება შაბათი/ ან სტანდარტული 8 საათიანი გრაფიკი; ** ადგილმდებარეობა: თბილისი, ნაძალადევის რაიონი; ** ანაზღაურება: 1700 ლარი; ** კომპანია თანამშრომელს გადასცემს 250 ლარიან ახალ სატრანსპორტო/სამგზავრო ბარათს და უზრუნველყოფს კვებით. ფუნქცია მოვალეობები: ** პროდუქციის მიღება და თერმოდამუშავების კამერაში განთავსება; ** თერმოდამუშავების კამერის პროგრამული მართვა და ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი; ** თევზის თერმოდამუშავება და შებოლვა შესაბამისი სტანდარტების მიხედვით; ** მზა პროდუქციის საწყობისთვის დროულად მიწოდება; ** სამუშაოს დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილის მოწესრიგება და დეზინფექცია; ** უბანზე არსებული დანადგარების გამართულად მუშაობის მონიტორინგი; ** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტაზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

თერმოკამერის ოპერატორი
ექსტრამითი
თბილისი 850₾ დედლაინი: 2 კვირაში

B კატეგორიის მძღოლი
კომპანია
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 კვირაში

რესტორნის მენეჯერი
ბარბატუსი
თბილისი 2000₾ დედლაინი: 19 საათის წინ

მიმტანი
ბარბატუსი
თბილისი დედლაინი: 19 საათის წინ

კომპანია


ოკეანე

ანაზღაურება


1,700₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო