აღწერა

კომპანია "ბიომარკეტი" აცხადებს ვაკანსიას ტრენერის პოზიციაზე! ჩვენ ვართ კომპანია "ბიომარკეტი", ქოლცენტრი, რომელიც მუშაობს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ბაზარზე. ჩვენი კომპანია 7 წელზე მეტია დაკავებულია სილამაზისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი და შემანარჩუნებელი საშუალებების ონლაინ გაყიდვით. ვეძებთ ახალგაზრდა მოტივირებულ ტრენერს, რომელიც დაგვეხმარება შედეგზე ორიენტირებული გუნდის ფორმირებაში! კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ** რუსული ენის ცოდნა კვალიფიციურ დონეზე (აუცილებელია); ** გაყიდვების სფეროში ტრენერად მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია); ** გაყიდვების ტექნიკის ცოდნა (სავალდებულო); პიროვნული მახასიათებლები: ** ეფექტური სიტყვიერი კომუნიკაციისა და მოსმენის უნარი; ** დროის ეფექტიანად მართვის უნარი; ** სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარი; ** მოქნილი აზროვნება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ემპათიურობა და კოლეგიალობა; ** ორიენტაცია შედეგსა და განვითარებაზე. ძირითადი შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობები: ** ტრენინგების დაორგანიზება და ჩატარება: ახალი თანამშრომლებისათვის გასაყიდი პროდუქციის გაცნობა და გაყიდვის ტექნიკის ახსნა; ** კომპანიაში დასაქმებული გაყიდვების მენეჯერებისთვის გაყიდვების ტექნიკასთან დაკავშირებული მითითებების მიცემა, სიახლეების შესახებ ინფორმირება; ** არსებული გაყიდვების მენეჯერების გაყიდვების სტატისტიკის მონიტორინგი; ** სიახლეების დანერგვისას გაყიდვების ახალი ტექნიკების შემუშავება; ** საჭიროების შემთხვევაში სკრიპტის ჩაკორექტირება და ავტოთარგმანის გასწორება; ** სწავლების ტექნიკასთან და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებულ თათბირებზე დასწრება; ჩვენთან მუშაობით თქვენ მიიღებთ: ** პროფესიონალურ ტრენინგებს; ** პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას; ** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას; ** კარიერული წინსვლის პერსპექტივას; ** ფიტპასს. სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00) ანაზღაურება: 2500 ლარი. დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ "ტრენერი". გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ტრენერი
HRRA
თბილისი დედლაინი: 2 საათში

რეგიონული ტრენერი
დეილი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

ტრენერ-რეკრუტერი
გვირილა რითეილი
ქუთაისი 1500₾ დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


ბიომარკეტი

ანაზღაურება


2,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო