გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

შპს "ვაინ კახეთი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თელავში. "Wine Kakheti" არის კომპანია, რომელიც 2017 წლიდან დღემდე წარმატებით საქმიანობს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში. კომპანიას კახეთის რეგიონში გაშენებული აქვს ვენახები და აწარმოებს ღვინოს საკუთარ ქარხანაში. სამუშაო ადგილი: ქალაქი თელავი, სადგურის ქუჩა, N2 ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები (ჯამში საშუალოდ 1500 + ლარი) ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის პროდუქტის ეფექტური გაყიდვების გეგმის შემუშავება ** კომპანიის პროდუქტის გაყიდვის მიზნით ახალი ობიექტების/მომხმარებლების მოძიება, მოზიდვა და მოლაპარაკებების წარმოება ** შეკვეთების გაფორმება და მიწოდების პროცესის მონიტორინგი ** გაყიდვების ზრდაზე მუდმივად ზრუნვა ** მარკეტინგის სამსახურთან კოორდინირებული მუშაობა, დაგეგმილი აქტივობების შესრულება ** მომხმარებლების მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება და კონტროლი ** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2-3 წელი (უპირატესობა მიენიჭება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების სფეროს) ** მომსახურების სტანდარტების ცოდნა ** საოფისე პროგრამების ცოდნა ** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა აუცილებელი უნარ-ჩვევები: ** მოლაპარაკების წარმოების უნარი ** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა ** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა) დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2024 წლის 07 ივნისის ჩათვლით, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: [email protected]. დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იქნეს პოზიციის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი".

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ავტოდამტვირთველის ოპერატორი
თბილღვინო
თბილისი 1200₾-1350₾ დედლაინი: 1 კვირაში

მტვირთავი
თბილღვინო
თბილისი 875₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


Wine Kakheti

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
4 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო